fbpx

GUAM ტანის სკრაბი Tourmaline გამახურებელი ეფექტით 600გ

ტანის სკრაბი Tourmaline გამახურებელი ეფექტით 600გ

ამ სკრაბის გამოყენება ასტიმულირებს უჯრედების განახლების პროცესს, ატენიანებს კანს და აქცევს მას უფრო გლუვს, მკვრივს და განახლებულს. აქვს ცელულიტის საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედებები.

შეიცავს GUAM-ის ზღვის მცენარეებს, ზღვის მარილს, ავოკადოს და მაკდამიას მცენარეულ ზეთებს, პიტნის და ფორთოხლის ეთერზეთებს. ასევე შეიცავს მიკრონიზებულ მინერალს შავი ტურმალინს, რომელიც უზრუნველყოფს კანის გახურებას სითბოსა. ტურმალინს შეუძლია სხეულის სითბოს შთანთქმა, რომელიც კონცენტრირებულია კანის ზედაპირზე და შემდეგ ხელახლა გამოიყოფა გრძელტალღოვანი ინფრაწითელი სხივების სახით (FIR). ეს ეფექტი აცხელებს კანის ღრმა ფენებს და მნიშვნელოვნად აძლიერებს მიკროცირკულაციას, ეს აძლიერებს ზღვის წყალმცენარეებისა და მცენარეული ექსტრაქტებისგან აქტიური ნივთიერებების შეწოვას კანის უჯრედების მიერ. სკრაბში შემავალი ბუნებრივი ზღვის მარილი ხელს უწყობს კანის უკეთეს გაწმენდას და ექსფოლიაციას.

112.00

არ არის მარაგში

მწარმოებელი:

აქტიური ინგრედიენტები:

ზღვის მარილები, მინერალი ტურმალინი, ზღვის წყალმცენარეები ლამინარია (Laminaria digitalata), ბუშტუკებიანი ფუკუსი )Fucus vesiculosus), მაკადამიის ზეთი, ავოკადოს ზეთი, ნუშის ზეთი, პიტნის, როზმარინის და ფორთოხლის ეთერზეთები.

გამოყენება:

გამოყენებამდე სკრაბი კარგად მოურიეთ, შემდეგ წაისვით დატენიანებულ კანზე და დაიმასაჟეთ. გაიჩერეთ რამოდენიმე წუთი, სემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით, აქაფებადი დასაბანი საშუალებების გარეშე. რეკომენდებულია სკრაბის გამოყენება კვირაში 1-2-ჯერ

გაფრთხილება:

სკრაბის შემადგენლობაში შესაძლებელია შეგხვდეთ შედარებით მუქი ფერის გროვები, რაც განპირობებულია სკრაბის შემადგენლობაში ტურმალინის არსებობით. ამიტომ საჭიროა გამოყენებამდე სკრაბს კარგად მოურიოთ. მოარიდეთ პროდუქტი თვალში და ლორწოვან გარსზე მოხვედრას.





preloader