GUAM სახის “ბოტოქს ნიღაბი” ნატურალური ფილერით და ჰიალურონის მჟავით

ინოვაციური ალგინატის პრეპარატი ინტენსიური დამატენიანებელი მოქმედებით და მომენტალური გამაახალგაზრდავებელი ლიფტინგ ეფექტით.

ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს, აღადგენს და აუმჯობესებს სახის კონტურს, ამკვრივებს და ჭიმავს კანს ნიკაპის და ყელის ზონებზე.

გამოხატული მიმიკური ნაოჭები – რეალური ნიშანია კანის დაბერების, რაც უკავშირდება სახის კუნტების მოდუნებას. გავხადოთ აღნიშნული ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი, შესაძლებელია ბოტოქსის მსგავსი კომპლექსით, რომელიც შედის GUAM-ის სახის ინოვაციურ “ბოტოქს ნიღაბში”.

ნიღბის ზემოწმედებით სახის კანი მომენტალურად ხდება  კომპაქტური, დასვენებული და იძენს უფრო ახალგაზრდულ იერს ბუნებრივი ფილერის ეფექტით.

ყავისფერი წყალმცენარეებისგან მიღებული ალგინატის ფხვნილის და გამააქტიურებები თხევადი ჰიალურონის მჟავს კომბინაცია, ვიტამინებთან და ბოტოქსის მსგავს ელემტებტან ერთად უზრუნველყოფს სახის კანის დატენიანების სწორ დონეს და ასტიმულირებს კოლაგენის სწორ სინთეზს. ხდის კანს გლუვს და გააჩნია მომენტალური ანტიასაკობრივი ფილერის მოქმედება.

“ბოტოქს ნიღაბი” არ შეიცავს ლანოლინს, სინთეტიკურ საღებავებს, SLS, SLES, PEG, BARABENS, ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს და ტესტირებულია ნიკელზე.

ერთ შეფუთვაში შედის 3 ეფექტური გამაახალგაზრდავებელი პროცედურისთვის საჭირო ნიღბის ფხვნილი (3 პაკეტი) და აქტივატორი სითხე (3 პაკეტი).

ნიღაბი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.

171.00

Out of stock

მწარმოებელი:

აქტიური ინგრედიენტები:

ალგინის მჟავა.
ჰიალურონის მჟავა
კელპის (ლამინარია) ექსტრაქტი.
წითელი წყალმცენარეების და სპირულინას ფხვნილი.
შვიტას (ცხენის ფოთოლი) ექსტრაქტი.
კალციუმის სულფატი.
საფუარი ჰიდროლიზატი.
დიატომიური დედამიწა (შედგება დიატომური წყალმცენარეების ნაშთებისგან). ეს არის ალტერნატივა აპარატული მიკროდერმაბრაზიისთვის.
გამააქტიურებელი სითხე: წყალი, ჰიალურონის მჟავა, კელპის ექსტრაქტი, არგელინი, პენტეპეპტიდ -18, ვიტამინი B3, PP, ლიმონმჟავა, პანთენოლი, ვიტამინები B6, B3, B1, B5, E, PP, ბიოტინი.

გამოყენება:

1) ფხვნილი პაკეტიდან "A" (1 პაკეტი) მოათავსეთ პატარა ჯამში და დაასხით აქტივატორი პაკეტიდან "B" (1 პაკეტი)

2) მოურიეთ სწრაფად (მაქსიმალური მორევის დრო 10-15 წამი) შპატელით ან კოვზით ერთგვაროვანი მასის მისაღებად. რეკომენდებულია კოვზის ან შპატელის დასველება წყლით გამოყენებამდე, რათა გაადვილდეს მორევის პროცესი.

3) მიღებული მასა დაუყოვნებლივ – 2 წუთის განმავლობაში – დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილი სახის და ყელის კანზე, მოარიდეთ თვალის და ტუჩის გარშემო მიდამოებს. აღნიშნული პროცედურა უნდა ჩაიტაროთ სწრაფად, სანამ ნიღბის მასა დაიწყებს გაშრობას.

4) გაიჩერეთ ნიღაბი 15/20 წუთის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ გამყარებული ნიღაბი აიცალეთ სახიდან ნიღბის კიდეებით. მოიშორეთ სახეზე დარჩენილი ნიღბის ნარჩენები პირსახოცით ან მცირეოდენი თბილი წყლით.

გაფრთხილება:

ყურადღება: თუ ნიღბის მომზადების და დატანის დრო გადააჭარბებს გამოყენების წესებში მითითებულ სარეკომენდაციო დროს და ნიღაბი სახეზე დატანამდე დაიწყებს გაშრობას, დასაშვებია ნიღბის მასაში მცირეოდენი ცივი წყლის დამტება ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ცხადია რომ ნიღბის მაქსიმალური შედეგის მისაღებად საჭიროა დაცული იყოს გამოყენების წესების 1-2-3 პუნქტებში მითითებული დრო.





preloader