შეკვეთის პირობები

პროდუქციის ონლაინ შესაძენად:

  •  თქვენ უნდა აირჩიოთ სასურველი ნივთი, მიუთითოთ რაოდენობა და დაადასტუროთ ღილაკით “კალათაში დამატება”.
  • შემდეგ გადადიხართ “კალათაში”, სადაც ამოწმებთ შეკვეთის სისწორეს და ირჩევთ მიწოდებით გსურთ შეძენა თუ მიწოდების გარეშე და გადადიხართ შემდეგ ეტაპზე “შეკვეთის გაგრძელება”-ზე დაწკაპუნებით.
  • შესაბამის ველებში თქვენ შეგყვათ მხოლოდ სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, მიწოდების მისამართი, საკონტაქტო ნომერი და ადასტურებთ შეკვეთას.
  • გამოსული ფანჯრის შესაბამის ველებში შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები და ხდება თანხის დაბლოკვა;
  • თუ პროდუქტი ხელმისაწვდომია, 10–15 წუთის მანძილზე მოხდება თანხის ჩამოჭრა და შეძენილ პროდუქციას მიწოდების ვადების შესაბამისად კურიერი მოგართმევთ შეკვეთის ფორმაში მითითებულ მისამართზე.
  • მიწოდებამდე შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნება მოხდება 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • თუ პროდუქციის მიწოდებისას მყიდველი აღმოაჩენს შეძენილ პროდუქციაზე არსებულ ქარხნულ წუნს ან ფიზიკურ დაზიანებას და აღნიშნულ ფაქტს დააფიქსირებს კურიერის თანდასწრებით ასეთის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში შეთავაზებული იქნება პროდუქტის შეცვლა.

პროდუქტის უკან დაბრუნება და შეცვლა

  • პროდუქტის უკან დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ აღწერას და მის ვიზუალურ მხარეს. პროდუქტის შეცვლა ან უკან დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში.
  • კომპანია არ იბრუნებს და არ ცვლის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი პროდუქტი აღარ მოგწონთ, საჭიროდ აღარ მიიჩნევთ მის ფლობას, არ ამართლებს თქვენს მოლოდინს და სხვა მსგავსი მიზეზების გამო.
  • კომპანია არ იბრუნებს და არ ცვლის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა, მისი მიღება – ჩაბარების დროს , არასათანადოდ შეამოწმა პროდუქტი და მას აღენიშნება მექანიკური დაზიანება, არ ემთხვევა საიტზე წარმოდგენილ ფოტოს.



preloader