GUAM შხაპის ტალახი ანტიცელულიტური, ლიპოლიტური და დრენაჟის ეფექტით. ტურმალინით 500გრ

შხაპის ტალახი ანტიცელულიტური, ლიპოლიტური და დრენაჟის ეფექტით. ტურმალინით 500გრ

მათთვის, ვისთვისაც დამღლელია ანტიცელულიტური ტალახის ნიღბით შეფუთვის პროცედურები, ან უბრალოდ არ ჰყოფნის ამისთვის დრო ან მოთმინება, იტალიურმა კოსმეტიკურმა ბრენდმა GUAM, შექმნა ისეთი პროდუქტი, როგორიცაა: შხაპის ლიპოლიტურ-ანტიცელულიტურ-დრენაჟ ტალახის ნიღაბი, რომელიც არ საჭიროებს შეფუთვას.
ნიღბის მოქმედებას ააქტიურებს შხაპის მიღებისას სხეულის პრობლემური უბნების (თეძო, მუცელი, წელი, დუნდულო, ფეხი, ხელი) ღრმა წმენდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს აქტიური კომპონენტების კანქვეშ შეღწევის დროს. აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური ხდება ნიღბის შემადგენლობაში მიკრონიზებული სახით შეყვანილი მინერალი ტურმალინით, რომელსაც აქვს უნარი შთანთქოს სხეულის სითბო, გარდაქმნას იგი და დააბრუნოს ისევ სხეულში ინფრაწითელი სხივების (FIR) სახით.
GUAM შხაპის ანტიცელულიტურ-ლიპოლიტურ-დრენაჟის ნიღაბი იდეალურია იმ ქალებისა და მამაკაცებისთვის(!), რომლებიც აფასებენ თავიანთ დროს და ამავე დროს ყურადღებას აქცევენ სხეულის მაღალხარისხიან მოვლას.
ნიღბის გამოყენება ასევე რეკომენდებულია წელიწადის ცივ სეზონში, როდესაც სხეულს განსაკუთრებით სჭირდება სითბო და კომფორტი შხაპის მიღებისას, ასევე სპორტის ზამთრის სახეობებში აქტივობების შემდეგ.

126.00

In stock

Weight 500 g
მწარმოებელი:

აქტიური ინგრედიენტები:

ზღვის წყალმცენარეების – ლამინარიას და ბუშტუკებიანი ფუკუსის კონცენტრირებული (21%) ექსტრაქტი – აქვს ანტიცელულიტური, რემოდელირების ეფექტი. აღადგენს კანის სტრუქტურას პრობლემურ ზონებში.
მწვანე თიხა – მაროკოს ატლასის მთების იშვიათი თიხა. გააჩნია დრენაჟის და დეტოქს ეფექტი.
სვიას ექსტრაქტი – გააჩნია ასევე დრენაჟის და დეტოქს ეფექტი. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს შეშუპებას, ხელს უწყობს კანის უჯრედებიდან ზედმეტი სითხის, შლაკების და ტოქსინების გამოდევნას. გააჩნია გამამკვრივებელი მატონიზირებელი ეფექტი.
სვიას ექსტრაქტის შემადგენლობაში შედის 50 სახეობის საპონინი, რომლებიც ავლენენ მაღალ ანტიბაქტერიულ აქტიურობას და ებრძვიან სოკოს და ბაქტერიებს.
ზღვის მარილი;
მიკრონიზებული სუფთა მინერალი ტურმალინი
– ინფრაწითელი გამოსხივების წყარო;
გამაცხელებელი კომპლექსი.
⛔️არ შეიცავს პარაბენებს, PEG, სილიკონებს, პარაფინს, სინთეტიკურ საღებავებს, ლანოლინს.

გამოყენება:

დაინატანეთ ნიღბის საკმარისი რაოდენობა პრობლემურ ზონებზე (თეძო, დუნდულოები, მუცელი, მკლავები, ფეხები). დაიმასაჟეთ მინიმუმ 3 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით აქაფებადი დასაბანი საშუალებების გარეშე. რეკომენდებულია შხაპის მიღების შემდეგ ტანზე დაიტანოთ GUAM-ის ანტიცელულიტური კრემი, კრემ-გელი ან ზეთი.





preloader