ტანის “ხრაშუნა ქაფი” მიკრომასაჟისთვის მოც:150მლ
ეს არის GUAM-ის ახალი კონცეპტუალური პრეპარატი მიკრომასაჟითვის.
გააჩნია სწრაფი მოქმედება სიმძიმისა და შეშუპების მოსახსნელად განსაკუთრებით ფეხების ზონებისთვის. აძლიერებს ჭარბის სითხის გამოდევნას, აუმჯობესებს კანის ტონუსს, გააჩნია ანტიცელულიტური მოქმედება. იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან.
ფეთქებადი ბუშტუკები უზრუნველყოფს გამაგრილებელ მიკრომასაჟს და ხელს უწყობს აქტიური ინგრედიენტების შეღწევას კანის უფრო ღრმა ფენებში. აგვილად შეიწოვება, არ ტოვებს ცხიმიანობას კანზე. რეკომენდებულია მისი გამოყენება დილით ან საჭიროეისამებრ. ასევე რეკომენდებულია „ხრასუნა ქაფის“ მოხმარება GUAM-ის ანტიცელულიტური ლეგინსების ჩაცმამდე.
„ხრაშუნა წყალმცენარეებიანი ბუშტუკების“ ტექნოლოგია მდგომარეობს ქაფის აქტიური ინგრედიენტების ინოვაციურ სენსორულ ურთიერთმოქმედებაში კანის რეცეპტორებთან მისი გამოყენების პირველი 2-3 წუთის განმავლობაში.
კანთან კონტაქტის დროს ჟანგბადის კოქტეილი, რომელიც შედგება პაწაწინა ჰაერის ბუშტუკებისაგან და გამდიდრებულია წყალმცენარეებისა და მცენარეების ექსტრაქტებით, მყისიერად აღიქმება კანის რეცეპტორების მიერ, როგორც მსუბუქად მჩხვლეტავი და გამაგრილებელი მიკრო მასაჟი, რის შედეგადაც კანი აქტიურად ტენიანდება და მინერალიზდება. ქსოვილის ჟანგბადით ინტენსიური გაჯერება უჯრედულ დონეზე აძლიერებს მიკროცირკულაციას, არბილებს მიკრორელიფს და კანის ტონს, აღადგენს მის ბუნებრივ სიმტკიცეს და ელასტიურობას. ქაფის რეგულარული გამოყენება თანდათანობით ამაგრებს და აძლიერებს სხეულის კანს, ამკვრივებს და ასწორებს მის რელიეფს, უზრუნველყოფს „მსუბუქი ლეფტინგის“ ეფექტს.
რეკომენდებულია გამოყენება:
- როგორც დამატენიანებელი და კანის მოვლის საშუალება როგორც მთლიანი ტანის, ასევე გარკვეული ზონებისთვის.
- განსაკუთრებით რეკომენდებულია ფეხებისთვის სეშუპების და დაღლილობის მოსახსნელად;
- როგორც დამხმარე საშუალება GUAM-ის ანტიცელულიტური ნიღბებით შეფუთვის პროცედურების დროს;
- ასევე, როგორც აქტიური დამატებითი საშუალება ანტიცელულიტური და სხეულის მოდელირებისთვის განკუთვნილი ლეგინსების ან შორტების ქვეშ წასასმელად.
- როგორც კანის დამამშვიდებელი საშუალება რუჯის მიღების შემდგომ.
„ხრაშუნა ქაფი“ არ საჭიროებს ჩამობანვას, არ ტოვებს კვალს ტანისამოსზე. გამოყენების შემდგომ კანზე არ რჩება წებოვნება და ცხიმიანობა.
92.00
Out of stock
Weight | 150 g |
---|---|
მწარმოებელი: | |
აქტიური ინგრედიენტები: | წყალმცენარე ულვა ლაქტუკას ექსტრაქტი, ლესპედიცას ექსტრაქტი, კომბრეტუმის ფოთლის ექსტრაქტი, ამონიუმის გლიცირიზატი (ამოღებულია ძირტკბილას ფესვიდან), ნიაცინამიდი, თრეონინი. |