fbpx

GUAM ტოპი Active

ტოპი Active

GUAM ზღვის წყალმცენარეების კომპლექსის  და E ვიტამინის მიკროკაფსულებით

86.00 68.80

გასუფთავება

• აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს და ელასტიურობას
• იდეალურად იჭერს მკერდს და უზრუნველყოფს აბსოლუტურ კომფორტს
• MICROMESH ტექნოლოგიით დამზადებული 3D ქსოვილით

ტოპი სპეციალურად შექმნილია ვარჯიშის ან თავისუფალ დროს ჩასაცმელად. აქვს მაქსიმალურად კომფორტული დიზაინი, რომელიც უზრუნველყოფს მკერდის სრულყოფილ დაჭერას და სრულ კომფორტს. 3D ქსოვილის და მკერდქვეშა ბრტყელი და ელასტიური სარტყელის წყალობით ტოპი ჰარმონიულად ხაზს უსვამს და აუმჯობესებს ქალის მკერდის ფორმებს.

პროდუქტი დამზადებულია სპეციალური სპორტული ქსოვილისგან, რომელიც შექმნილია MICROMESH ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს უზრუნველყოფს ქსოვილის შესანიშნავ სუნთქვას (ჰაერგამტარობას) – ოფლი ადვილად აორთქლდება, ქსოვილი არ სველდება და სხეულზე არ ეკრობა. ქსოვილის სპეციალურ 3D ნაქსოვს აქვს მასაჟის გავლენა მოძრაობისას. GUAM-ის წყალმცენარეებისა და ვიტამინი E- ს შემცველი მიკროკაფსულები ქსოვილის ბოჭკოების სტრუქტურაშია ჩასმული. კანთან კონტაქტისას მიკროკაფსულებიდან გამოთავისუფლდება აქტიური ნივთიერებები, რომლებიც აღწევს კანში, აუმჯობესებს მის სიმკვრივეს და ელასტიურობას და ახდენს გავლენას ფორმაზე.

გამოყენებიდან ერთი თვის შემდეგ მიკროკაფსულებში აქტიური ნივთიერებების რაოდენობა იკლებს ამიტომ 1 თვის ინტენსიური ტარების შემდეგ საჭიროა ტოპის ჩაცმამდე დაიტანოთ კანზე GUAM-ის მკერდის გამამკვრივებელი კრემი.

ქსოვილს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი “Made in Green” სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს რომ ქსოვილის დამზადებისას არ არის გამოყენებული ჯანმრთელობისათვის საზიანო ქიმიური კომპონენტები.

ფერი: შავი, ვიწრო ფორთოხლისფერი ზოლით.

გამოყენება:

ტოპის ქვეშ არ არის საჭირო ბიუსჰალტერის ჩაცმა. პირველი გამოყენებისას ნებადართულია ქსოვილის ოდნავ გაჭიმვა ხელით.
ყურადღება! გარეცხეთ 40 ° C ტემპერატურაზე. არ დააუთოვოთ.





preloader