GUAM ფანგო გელი ანტიცელულიტური, ლიპოაქტიური ნანოსფეროებით 400გრ.

ანტიცელულიტური ფანგო გელი 400გრ

ზღვის წყალმცენარეებით, ლიპოაქტიური ნანოსფეროებით და კოფეინით.

გელს აქვს ძლიერი ანტიცელულიტური ეფექტი, ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის ფენის შემცირებას.

ინოვაციური ტექნოლოგია ლიპოაქტიური ნანოსფეროებით, უზრუნველყოფს ლოკალიზებულად ჩალაგებული ცხიმების საწინააღმდეგო მოქმედებას, საშუალებას გაძლევთ დააკორექტიროთ სხეულის ფორმები.

ფანგო გელი შეიცავს სუამის წყალმცენარეებს, ლიპოაქტიურ ნანოსფეროებს და კოფეინს. ეს ააქტიურებს ლიპოლიზის პროცესს.

ლიპოაქტიური ნანოსფეროები, ბოლო წლების განმავლობაში ბიოქიმიის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო განვითარებების შედეგია, რომელიც საშუალებას იძლევა მიზანმიმართულად იმოქმედოს ცელულიტის  გამოვლინებაზე. აქტიური ინგრედიენტის გამოთავისუფლების ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით ხდება:

– მიზნობრივი მოქმედება ცხიმის უჯრედებზე, ცხიმის ფენის და ცელულიტის შემცირება,

– ახალი ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნის პროცესის შენელება,

– ლიპოლიზის პროცესის გააქტიურება.

გელში შემავალ 220 ნანომეტრის დიამეტრის მქონე ნანოსფეროებს  (1 ნანომეტრი – მილიმეტრის ერთი მემილიონედი ნაწილი) გარე ზედაპირზე აქვთ ლიგანტი (პეპტიდური სტრუქტურა), რომელიც ერთდება ადიპოციტების (ცხიმოვანი უჯრედი) რეცეპტორთან, რასაც შედეგად მოჰყვება ინკაფსულირებული ლიპოლიტურად აქტიური ნივთიერების გამოყოფა.

ნანოსფეროები შექმნილია ახალი ლიპიდების წარმოქმნის შესამცირებლად (ლიპოგენეზი, ცხიმების “ჩალაგების” პროცესი) და ახალი ცხიმის უჯრედების წარმოქმნის შესამცირებლად (ადიპოგენეზი, ცხიმის ახალის უჯრედების სინთეზი).

ფანგოს გელს აქვს სასიამოვნო ტექსტურა და სწრაფად შეიწოვება კანის მიერ.

არ შეიცავს ლანოლინს, ხელოვნურ საღებავებს, SLS, SLES, PEG, PARABENI, ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს.

185.00

Out of stock

Weight 400 g
მწარმოებელი:

აქტიური ინგრედიენტები:

ზღვის წყალმცენარეების კომპლექსი GUAM – მდიდარი იოდით, კალცით და ალგინის მჟავით. აღნიშნულ კომპლექსში ზღვის წარმოშობის მინერალების მაღალი შემცველობა წარმოადგენს ისეთი აქტიური ინგრედიენტების წყაროს, რომლებიც ხელს უშლიან ცელულიტის წარმოქმნას და კანის დაბერებას.
ზღვის ყურძნის (Coccoloba unifera) საფუძველის მქონე ლიპოაქტიური ნანოსფეროები მდიდარია ოლიგოპროციანიდინებით (OPC). ამ ნივთიერებებს შეუძლიათ:
– დაარეგულირონ გენები, რომლებიც მონაწილეობენ ადიოპოგენეზისა და ცხიმის დაგროვების პროცესში,
– შეამცირონ ადიპოციტების მომწიფება ახალი ცხიმის უჯრედების წარმოქმნის ინჰიბირება და ლიპოგენეზის დაქვეითება ლიპოლიზის გააქტიურებით.
კოფეინი: ცნობილია მისი ლიპოლიტური მოქმედებით.
კაოლინი: ბუნებრივი თიხა უკიდურესად დელიკატური დამარბილებელი ეფექტით; ხელს უწყობს მიკროცირკულაციას და აქვს ძლიერი აბსორბციის (შემწოვი), შეშუპების საწინააღმდეგო და კანის გამწმენდი თვისებები.
მენთოლი, შის ზეთი.

არ შეიცავს ლანოლინს, ხელოვნურ საღებავებს, SLS, SLES, PEG, PARABENI, ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს.

გამოყენება:

დაიტანეთ გელის საკმარისი რაოდენობა პრობლემურ ადგილებზე ქვემოდან ზემოთ მსუბუქი მასაჟისებური მოქმედებით სრულ შეწოვემდე. იგი სწრაფად შეიწოვება და არ საჭიროებს ჩამობანას.
რეკომენდებულია მისი გამოყენების შემდეგი მეთოდები:
1) შეტევის დროს დღეში ერთხელ 15-20 დღის განმავლობაში, შემდეგ 2 დღეში ერთხელ.
2) პროფილაქტიკის მიზნით და შედეგის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ დღეგამოშვებით.

გაფრთხილება:

კრემის გამოყენებისას შესაძლებელია კანის გაწითლება და გათბობა, რაც დასაშვებია და ნორმალურ რეაქციად ითვლება.
არ გამოიყენოთ დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე.
არ გამოიყენოთ გელის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე ინგრედიენტზე ალერგიის არსებობის შემთხვევაში.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “GUAM ფანგო გელი ანტიცელულიტური, ლიპოაქტიური ნანოსფეროებით 400გრ.”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *





preloader