GUAM ფანგო გელი მუცლის და წელის ცივი/ცხელი მოქმ. ლიპოაქტიური ნანოსფეროებით 150მლ თუ

ფანგო გელი მუცლის და წელის ცივი/ცხელი მოქმ. ლიპოაქტიური ნანოსფეროებით 150მლ

მუცლისა და წელის გასახდომად* (გარშემოწერილობის შესამცირებლად)

გელის შემადგენლობაში შედის წყალმცენარეები GUAM და სპეციალური აქტიური კომპონენტები: წყალმცენარეები GUAM-ის ბიოაქტიური ექსტრაქტი და ლიპოაქტიური ნანოსფეროები. გელს გააჩნია მიზანმიმართული მოქმედება კანქვეშა ცხიმების ფენის შესამცირებლად მუცლისა და წელის ზონაში. არის სასიამოვნო კონსინსტენციის, მსუბუქი. ადვილად შეიწოვება და არ საჭიროებს ჩამობანას. ამცირებს ცელულიტს, ანიჭებს კანს სიმკვრივეს და ტონუსს, ხელს უწყობს სილუეტის რემოდელირებას.

აღნიშნული სერიის ფანგო გელები შემუშვებულია კანზე სითბოს და სიცივის მოქმედების მონაცვლეობისთვის. აღნიშნული მონაცვლეობა ასტიმულირებს მიკროცირკულაციას, ხელს უწყობს წყლის და კანქვეშა ლიპიდური ცვლის სწორ ბალანსს. კანქვეშა ტემპერატურის შემცირება იწვევს კაპილარების შევიწროებას, შემდეგ კი ხდება მათი გაფართოება რადგან სითბო ზედაპირისგან გადადის ქვედა ქსოვილებში. ასეთი კონტრასტული სითბური ეფექტის მონაცვლეობა, სპეციალური აქტიური ინგრედიენტების მოქმედებასთან ერთად, აუმჯობესებს ჭარბი სითხის და ტოქსინების დრენაჟს და ამდიდრებს ქსოვილებს ჟანგბადით.

96.00

არ არის მარაგში

წონა 150 g
მწარმოებელი:

აქტიური ინგრედიენტები:

წყალმცენარეების კომპლექსი GUAM (Laminaria digitate): მათში მინერალების შემცველობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ხმელეთის მცენარეებში. ისინი წარმოადგენენ ისეთი აქტიური ინგრედიენტების მდიდარ წყაროს, რომლებიც ებრძვიან ცელულიტს და კანის დაბერებას.

ლიპოაქტიური ნანოსფეროები, რომელთა საფუძველია Coccoloba uvifera-ს ექსტრაქტი. იგი შეიცავს ოლიგოპროციანიდინებს (OPC), რომლებიც არეგულირებენ ადიპოგენეზს და ცხიმების დაგროვებას ადიპოცეტებში.

ინოვაციური ტექნოლოგია ლიპოაქტიური ნანოსფეროებით: უნიკალური ტექნოლოგია ლიპოაქტიური ნანოსფეროების გამოყენებით შემუშავებული იქნა სამედიცინო სფეროში სამეცნიერო კვლევების საშუალებით, რომელთა შედეგებიც შემდგომ გამოყენებული იქნა ინოვაციური კოსმეტიუკური საშუალებების შესაქმნელად. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მოქმედი აქტიური კომპონენტები მიზოდებული იქნას ზუსტად იქ, სადაც ეს საჭიროა – ეს კი უზრუნველყოფს კოსმეტიუკური საშუალებების მაქსიმალურ ეფექტურობას და საშუალებას იძლევა მიღებული იქნას ექსტრაორდინალური შედეგები სხეულის საჭირო უბნებზე. აღწერილი რევოლუციური სისტემა სპეციალურად გამოიყენება ცხიმის უჯრედების მუშაობაში მიზანმიმართული ჩარევისთვის, მათი თანდათანობით შემცირების მიზნით. ეს მოქმედება ასევე გაერთიანებულია ზღვის მცენარეების კომპლექსურ მოქმედებასთან, რომელსაც აქვს ცელულიტის საწინააღმდეგო, დრენაჟის და დეტოქსიკაციის თვისებები. ნანოსფეროებს, რომლებიც წარმოდგენილია გელის შემადგენლობაში აქვთ 220 ნანომეტრის დიამეტრი (1 ნანომეტრი მილიმეტრის ერთი მემილიონედი ნაწილია). ნანოსფეროს გარე ზედაპირზე არის პეპტიდური სტრუქტურები (ლიგანდები). კანის მიერ ნანოსფეროებიანი საშუალებების შეწოვისთანავე, მათი შემადგენლობა საშუალებას იძლევა ამოიცნონ და გააქტიურონ ადიპოციტების (ცხიმის უჯრედები) მხოლოდ და მხოლოდ სპეციფიკური რეცეპტორები. აღწერილი მექანიზმის მოქმედების პრინციპი შეიძლება განისაზღვროს, როგორც "გასაღები/საკეტი". ლიპოაქტიური ნანოსფეროები შედიან ცხიმის უჯრედში, ათავისუფლებენ ლიპოლიზურად აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია შეამციროს ცხიმის უჯრედის მოცულობა და ამავე დროს ხელი შეუშალოს ახალი ლიპიდების (ლიპოგენეზი) და ახალი ცხიმის უჯრედების წარმოქმნას (ადიპოგენეზი).

ლიპოსაკციონინი, ფიტოპლანქტონის ექსტრაქტი, კარიტეს ზეთი.

მინერალი ტურმალინი: ეს არის მინერალი, რომელიც ასტიმულირებს მიკროცირკულაციას უნიკალური თვისების წყალობით – შთანთქოს ტანის სითბო და დააბრუნოს იგი უკან გრძელტალღოვანი ინფრაწითელი სხივების სახით (FIR), რაც იწვევს უჯრედებისა და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კოფეინი: გააჩნია ლიპოლიტური მოქმედება
კაოლინი: ნატურალური სტაბილიზატორი, უკიდურესად დელიკატური – ძლიერი მშთანთქავი, დეტოქსიკაციის და გამწმენდი თვისებებით.
კონტრასტული კომპლექსი – "სითბო/სიცივე": მეთილნიკოტინატი + მენთოლი + მეთილაკტატი.
შემოწმებულია დერმატოლოგიურად.
ტესტირებულია ნიკელზე.

გამოყენება:

დაიტანეთ გელის საკმარისი რაოდენობა პრობლემურ ადგილებზე ქვემოდან ზემოთ მსუბუქი მასაჟისებური მოქმედებით სრულ შეწოვემდე. იგი სწრაფად შეიწოვება და არ საჭიროებს ჩამობანას.
რეკომენდებულია მისი გამოყენების შემდეგი მეთოდები:
1) შეტევის დროს დღეში ერთხელ 15-20 დღის განმავლობაში, შემდეგ 2 დღეში ერთხელ.
2) პროფილაქტიკის მიზნით და შედეგის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ დღეგამოშვებით.

გაფრთხილება:

კრემის გამოყენებისას შესაძლებელია კანის გაწითლება და გათბობა, რაც დასაშვებია და ნორმალურ რეაქციად ითვლება.
არ გამოიყენოთ დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე.
არ გამოიყენოთ გელის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე ინგრედიენტზე ალერგიის არსებობის შემთხვევაში.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „GUAM ფანგო გელი მუცლის და წელის ცივი/ცხელი მოქმ. ლიპოაქტიური ნანოსფეროებით 150მლ თუ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *





preloader