fbpx

GUAM ფანგო გელი ფეხების რემოდელირებისთვის კონტრასტული ცივი-ცხელი ეფექტით. ლიპოაქტიური ნანოსფეროებით 200მლ

ფანგო გელი ფეხების რემოდელირებისთვის კონტრასტული ცივი-ცხელი ეფექტით. ლიპოაქტიური ნანოსფეროებით 200მლ.
გააჩნია დრენაჟის მოქმედება და განკუთვნილია ფეხების რემოდელირებისთვის.
წყალმცენარეები GUAM-ის ბიოაქტიური ექსტრაქტებით.
ლიპოაქტიური ნანოსფეროებით
დრენაჟის გასააქტიურებელი ფიტოექსტრაქტებით.
გააჩნია მიზანმიმართული მოქმედება ცელულიტის ისეთი ფორმის შესამცირებლად რომელიც გამოწვეულია კანქვეშა ჭარბი სითხის შეკავებით.
გელი არ საჭიროებს ჩამობანას. გააჩნია მსუბუქი ტექსტურა და ადვილად შეიწოვება კანის მიერ. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, უზრუნველყოფს შეშუპების მოხსნას და კანქვეშ დაგროვებული ჭარბის სითხის დრენაჟს. ანტიოქსიდანტური აქტიური ინგრედიენტების წყალობით იგი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ანიჭებს კანს ახალგაზრდულ იერს და ტონუსს.
გელის წასმის დროს და წასმის შემდეგაც იგრძნობთ სასიამოვნო სიგრილის შეგრძნებას, რომელიც შემდგომ შეიცვლება სითბოს შეგრძნებით. შესაძლებელია კანის გაწითლება და მსუბუქი “სუსხვის” ეფექტიც. ეს ეფექტი ხელს უწყობს კანქვეშა მიკროცირკულაციის გაუმჯობესებს და შესაძლებელია გაგრძელდეს რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში – დამოკიდებულია კანის მგრძნობელობაზე. პროდუქტის მაქსიმალურ ეფექტურობას უზრუნველყოფს აქტიური ინგრედიენტების ლიპოაქტიური ნანოსფეროებით მიწოდების ინოვაციური ტექნოლოგია.

102.00

არ არის მარაგში

წონა 200 g
მწარმოებელი:

გამოყენება:

დაიტანეთ გელის საკმარისი რაოდენობა პრობლემურ ადგილებზე ქვემოდან ზემოთ მსუბუქი მასაჟისებური მოქმედებით სრულ შეწოვემდე. იგი სწრაფად შეიწოვება და არ საჭიროებს ჩამობანას.
რეკომენდებულია მისი გამოყენების შემდეგი მეთოდები:
1) შეტევის დროს დღეში ერთხელ 15-20 დღის განმავლობაში, შემდეგ 2 დღეში ერთხელ.
2) პროფილაქტიკის მიზნით და შედეგის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ დღეგამოშვებით.

აქტიური ინგრედიენტები:

წყალმცენარეების კომპლექსი GUAM (Laminaria digitate): მათში მინერალების შემცველობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ხმელეთის მცენარეებში. ისინი წარმოადგენენ ისეთი აქტიური ინგრედიენტების მდიდარ წყაროს, რომლებიც ებრძვიან ცელულიტს და კანის დაბერებას.
ლიპოაქტიური ნანოსფეროები, რომელთა საფუძველია Coccoloba uvifera-ს ექსტრაქტი. იგი შეიცავს ოლიგოპროციანიდინებს (OPC), რომლებიც არეგულირებენ ადიპოგენეზს და ცხიმების დაგროვებას ადიპოცეტებში.
სადრენაჟო ფიტოექსტრაქტების კომპლექსი, რომელიც მიღებულია დაბალტემპერატურული ულტრაბგერითი მოპოვების სისტემით, რაც საჭიროა კომპონენტების თვისებების შეუცვლელად შესანარჩუნებლად.
დაბალანსებული შემადგენლობის წყალობით ძირტკბილას, ბერმუდის ბალახების, ბაბუწვერას, მწარე ფორთოხლის, შვიტას, არყის და ქაფურას აქვთ სინერგიული მოქმედება, რომელიც გამოიხატება სადრენაჟე მოქმედებით.
მინერალი ტურმალინი: ეს არის მინერალი, რომელიც ასტიმულირებს მიკროცირკულაციას უნიკალური თვისების წყალობით – შთანთქოს ტანის სითბო და დააბრუნოს იგი უკან გრძელტალღოვანი ინფრაწითელი სხივების სახით (FIR), რაც იწვევს უჯრედებისა და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კაოლინი: ნატურალური სტაბილიზატორი, უკიდურესად დელიკატური – ძლიერი მშთანთქავი, დეტოქსიკაციის და გამწმენდი თვისებებით.
შემოწმებულია დერმატოლოგიურად.
ტესტირებულია ნიკელზე

გაფრთხილება:

ფანგო გელის გამოყენებისას შესაძლებელია კანის გაწითლება და გათბობა, რაც დასაშვებია და ნორმალურ რეაქციად ითვლება.
არ გამოიყენოთ დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე.
არ გამოიყენოთ გელის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე ინგრედიენტზე ალერგიის არსებობის შემთხვევაში.





preloader